This is to share with everybody that a few hours ago, my book “Abkhazia and Sochi: The Roots of the Conflict 1918-1921” (NY/Toronto, 2014) has been just published in… Georgian and is now available on Amazon.
This is the only existing book providing the detailed coverage of the fight for Abkhazia between Russia, Georgia and Turkey in 1918-1921 as well as an abortive attempt to create a democratic mini-state in the district of Sochi.
The book contains 18 high quality full color maps 10 of which have been created in co-authorship with my friend and colleague, Dr. George Partskhaladze, 19 rarity photographs and 4 full color plates.
For those willing to purchase the book it is available on Amazon.com right  here.
 Those who prefer getting things for free and are not willing to support the author can read and download it for free right here.
*  *  *
For those who can read in Georgian (I cannot), here is the Introduction to the book:

„რატომ მაინცდამაინც აფხაზეთი?“ – შეიძლება გაკვირვე-ბით იკითხოს ჩვენმა მკითხველმა. რით დაიმსახურა ამ ერთი ციცქნა ანკლავმა სამხრეთ კავკასიის გა¬ნაპირას ასეთი ყურად-ღება მისი ისტორიის შესწავლისადმი იმ დროში, როცა ჰორიზონტზე გლობალური კონფლიქტების ღრუბლები ჩა-მოწვნენ? პასუხი მარტი¬ვი და პირდაპირია: აფხაზეთი ერთ-ერთი იმ ცხელ წერტილთაგანია, სადაც ერთმანეთს ძლიერ სა-ხელმწიფოთა ურთიერთგამომრიცხავი იდეოლოგიები და ეკო-ნომიკური ინტერესები დაეჯახნენ. ამასთან მას დღემდე ყუ-რადღებას არ აქცევდნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე მასიური ინფორმაციის საშუალებები. მის გარშემო კონფლიქტში ჩათრე-ული მცირერიცხოვანი ხალხები კი საკმაოდ მძლავრი და მეტისმეტად ამბიციური მეზობლის – რუსეთის ამარად დატოვეს.

უკვე ორ ათასწლეულზე მეტია, სამხრეთ კავკასიის რეგი-ონი ერთმანეთის მონაცვლე დიდ ძლიერ სახელმწიფოთა შეჯა-ხების არენაა. ეს მხარე უეჭველად მიმზიდველია თავისი სა-სურველი ჰავითა და ბუნებრივი რესურსებით. მაგრამ, ამის გარდა, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით სამ-ხრეთ კავკასიის ქვეყნები ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენდნენ სხვადასხვა გარეშე ძა-ლებისთვის, რომლებიც მათზე ნებისმიერ ფასად სტაბილური კონტროლის დამყარებას ესწრაფოდნენ.

დღეს სამხრეთ კავკასიამ კიდევ ერთხელ მოიპოვა სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც ბუნებრივმა დერეფანმა, რო მელიც დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის გვერდის ავლით ცენ-ტრალური აზიის ნახშირწყალბადის სასიცოცხლოდ მნიშვნე-ლოვანი რესურსების მისადგომ გზას უღებს (ზბიგნევ ბზეჟინ-სკიმ თავის დროზე ამ დერეფანს „კასპიის ზღვისა და შუა აზიის აუზის სიმდიდრეების შემცველი ჭურჭლის საცობი“ უწოდა. . სწორედ ამიტომ რუსეთის ფედერაციის ხელმღვანელობისთვის პრინციპულია პოლიტიკური კონტროლის აღდგენა იქ წარმოქმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, ამ სახელმწი¬ფოების დესტაბილიზაცია იქამდე, რომ სამხრეთ კავკასიურმა „დერეფანმა“ ფუნქციონირება ვერ შეძლოს. ამავდროულად ანგარიშგასაწევია კრემლის თამაში „დიდ რუსულ“ იმპერიულ ამბიციებთან, რომლებიც ქვეყანაში შიგა საჭირბოროტო პრობლემებისადმი თავისი ხალხის ყურადღების არიდების საშუალებას იძლევიან.

გასაკვირი არაა, რომ საუკუნის ბოლო მეოთხედის განმავ-ლობაში კავკასიის მთავარი ქედის სამხრეთით სამი სახელმწი-ფოს, რომელთა დამოუკიდებლობა სსრკ-ის დაშლის შედეგად აღსდგა, ტერიტორია გადაუჭრელი სამხედრო კონფლიქტების ზონად გადაიქცა. ამ წიგნში საუბარი იქნება საქართველოს სა-სიცოცხ¬ლოდ მნიშვნელოვანი მხარის – აფხაზეთისა და მისი მომიჯნავე სოჭის ოლქის გამო რუსეთ-საქართველოს კონ-ფლიქტის შესახებ.

დღესდღეობით აფხაზეთი რუსეთის არმიის მიერ ოკუპი-რებულ და არალეგიტიმური ტრაიბალისტური რეჟიმის, რო-მელიც საქართველოს ამ მხარის მკვიდრი მოსახლეობის მხო-ლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს, მიერ მართულ ტერიტორი-ად რჩება. სოჭის საკურორ¬ტო რაიონიც პოლიტიკურად და ეკონომიურად არას¬ტაბილურია.

სულაც არ იქნება გაზვიადება თქმა, რომ აფხაზეთსა და მის გარშემო გაჩენილი ფეთქებადსაშიში სიტუაცია შესაძლებელი რჩება რუსეთის სამხედრო უპირა¬ტესობის ძალით, ისე იმის წყალობითაც, რომ საქართველომ ფაქტიურად ინფორმაციული ომი წააგო. შედეგად აფხაზეთის ისტორიის რეალური ფაქტები და მისი ოფიციალური კავშირები დანარჩენ საქართველოსთან (კულტურული კავშირები აქ ფრჩხილებს გარეთ დავტოვოთ) უცნობი რჩებათ იმათაც, ვინც დღეს სერიოზულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ, დასავლეთისა და რუსეთის აქტიურ საზოგადოებრიობასაც. აფხაზეთის საკითხის შესახებ საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის სიმწირე საქართველოს სახელმწიფოებრიობის შემდგომ დესტაბი-ლიზაციასა და დანგრევაშიც კი დაინტერესებული ზოგიერთი ძა¬ლების მიერ ამ საგრძნობი პრობლემის იდეოლოგიზებული და წამქეზებლური ინტერპრეტაციისთვის დიდ შესალებლო-ბებს იძლევა. აქ უპირველესად იგულისხმებიან რუსეთის ფე-დერაციის მმართველი წრეები, რომლებსაც, მიუხედავად მათი შიგა უთანხმოებისა სხვა საკითხებში, სრული კონსენსუსი აქვთ მისწრაფებაში, შეინარჩუნონ სამხრეთ კავკასია თავისი პოლიტიკური გავლენის სფეროში და არ დაუშვან დასავლე¬თის პოლიტიკურ-ეკონომიკური ყოფნა ევროპისა და აზიის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიჯნაზე.

დასავლეთში ბევრი სათანადოდ ვერ აფასებს მსგავსი კონ-ფლიქტების ისტორიის შესახებ ცოდნას. ისინი არ ვარაუდობენ, რომ მოვლენები შორეულ და ნაკლებად ცნობილ ქვეყნებში შეიძლება ისე განვითარდნენ, რომ მსოფლიოს ყველაზე განვი-თარებული და სტაბილური რეგიონების უსაფრთხოებას გარ-კვეული საშიშროება დაემუქროს. თავის წიგნში რუსეთ-საქარ-თველოს 2008 წლის ომის შესახებ რონალდ ასმუსი შემთხვე¬ვით არ იგონებს 1938 წელს, როცა დიდმა ბრიტანეთმა და საფ-რანგეთმა დემოკრატიული ჩეხოსლოვაკია საჯიჯგნად ნაცის-ტურ გერმანიას მისცეს, თქმულ ნევილ ჩემბერლენის ცნობილ ფრაზას. მეორე მსოფლიო ომის ზღურბლზე ბრიტანეთის პრე-მიერს ეგონა, რომ მის თანამოქალაქეებს საქმე არ უნდა ჰქონო-დათ კონფლიქტამდე „შორეულ ქვეყანაში ადამიანთა შორის, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით“. ვაი, რომ შემდეგმა მოვ-ლენებმა აიძულეს ბრიტანელები და სხვა ქვეყნების მცხოვრებ-ნი, გაეფართოებინათ თავიანთი თვალსაწიერი მილიონობით ადამიანის სიცოცხლის დაკარგვისა და სულიერ-ზნეობრივი ზიანის, რომლის შედეგები საბოლოოდ აქამდე არაა გადალა-ხული, ფასად.

ამ წიგნის ამოცანაა, პირველი რესპუბლიკის პერი¬ოდში (1918-1921) საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთისა და, ნა-წილობრივ, სოჭის ოლქის ინტეგრაციის პროცესების, კავკასიის ამ პატარა კუთხის შიგა საქმეებში დიდი სახელმწიფოების ჩა-რევის მოკლე აღწერა და ანალიზი. აქ ასევე მოყვანილი იქნება საერთაშორისო ხელშეკრულებები და ჩარეულ მხარეებს შორის სხვა, საქართველოს სახელმწიფოს ჩარჩოებში აფხაზეთის ყოფ-ნის შესახებ სამართლებრივი ბაზისის შემქმნელი შეთანხმებე¬ბი. მტკიცედ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ აფხაზეთის გარშემო ეთნიკური და სახელმწიფოებს შორის ისტორიის მოვ-ლენების ფესვებიდან ამომავალი კონფლიქტების ბუნებისა და დეტალების ცოდნა წარმატებული და, შეძლებისდაგვარად, არაძალადობრივი გადაწყვეტის მნიშვნელოვანი იარაღია.

Advertisements